გირჩის დეპუტატის აზრით, აქციები ამ ფორმით დიდხანი არ გაგრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ორგანიზატორები, „ენჯეო“ სექტორი, თავისი პროფილით შეზღუდულები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.
ხვიჩიას განმარტებით, არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და მის სათავეში პოლიტიკური პარტიები ექცეოდნენ.
,,ზოგადად არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და პოლიტიკური პარტიები იყვნენ მის სათავეში. იცით, რომ პოლიტიკური პარტიების სათავეებთან გამოჩენა ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს და ზოგადად, ისე ჩნდებიან, რომ ხალხი მერე იშლება.”