პრეზიდენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონებს ვეტო დაადო

Published:

პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკითხი განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.

ცნობისთვის, 3 აპრილს, პარლამენტმა “გირჩის” ინიციატივას სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ.  

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img