ვოლსკი – ერთი სულისკვეთებით გამსჭვალული სხვადასხვა ჯგუფი პირველობას ეცილება ერთმანეთს

Published:

 

რა შედეგამდე მიიყვანს ულტიმატუმები და პროტესტის არასწორი მართვა მშვიდობიან აქციას – ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორობა საკუთარ თავზე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, ოპონენტებს შორის ბრძოლა პირველობისთვის მიმდინარეობს და მთავარი მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა.

“ერთი პათოსით, ერთი სულისკვეთებით გამსჭვალული სხვადასხვა ჯგუფი პირველობას ეცილება ერთმანეთს. რეალურად, ყველას აერთიანებს ის გეგმა, რომელსაც ჰქვია დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარეობს ეს შეუთანხმებლობაც და ორგანიზაციული საკითხების სისუსტეც”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

”ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით, პარლამენტთან აქციები უკვე 4 დღეა მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img