მედია – ისრაელმა ირანში ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

Published:

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ინფორაციას ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ირანული მედია იუწყება, რომ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქებების ხმები ისმოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილით ავიაკომპანიებმა Emirates-მა და FlyDubai-მა დასავლეთ ირანის თავზე ავიარეისების მარშრუტების გადამისამართება დაიწყეს.

ირანული მედიის ცნობით, ქალაქებში : ისპაჰანში, შირაზსა და თეირანში ფრენები შეჩერებულია.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img