ვეკითხებით ბატონ ბორელს და პარტნიორებს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა საქართველოს ევროპას?! – მდინარაძე

Published:

ვეკითხებით ბატონ ბორელს და სხვა, ნებისმიერ მეგობარს, პარტნიორს და მათ წარმომადგენლებს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა საქართველოს ევროპას? – ამ კითხვით მიმართავს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს.

აღნიშნული განცხადება მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.

„ხომ არ უთქვამს ბატონ ბორელს, ჩვენი პატივისცემა მას, ჩვენი დისკუსიის და ცხარე კამათის მიუხედავად და შევდივართ ამ ცხარე კამათში და ვეკითხებით ბატონ ბორელს და სხვა, ნებისმიერ მეგობარს, პარტნიორს და მათ წარმომადგენლებს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპას საქართველოს? რაც შეიძლება საფრანგეთისთვის, დავუშვათ, უფრო მკაცრი ფორმით, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ვინმემ ამაზე პასუხი გაგვცეს. როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი კითხვაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის და ა.შ. ამაზე პასუხი არ არსებობს.

მეორე – რაც შეეხება პირობას, როდესაც მე და თქვენ რაღაცას ვამბობთ, მე ვამბობ, რომ გავიწვიე კანონი და აღარ დავაბრუნებ, თქვენ ამბობთ, რომ ისედაც გამჭვირვალეა NGO სექტორი და როდესაც შემდეგ, ისედაც გამჭვირვალე კი არა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე ხდება, ჩემი პირობა შეუძლებელია ძალაში იყოს. ჩემი პირობა კი არ არის, ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად – ისევ დავაინფიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს“ – განაცხადა მდინარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img