ციხიდან გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეობას გეგმავს – “რსუსული კანონი ძირს უთხრის დემოკარატიას!” – უთხრა მედიას სამოქალაქო აქტივისტმა.
“ბრძოლა გრძელდება, შევხვდებით აქციებზე”- თქვა გლდანის ციხესთან 22 წლის ბიჭმა.
ლაზარემ შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს.
პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , – აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მივა თუ არა დღეს დაგეგმილ აქციაზე, ლაზარე გრიგორიადისმა დადებითი პასუხი გასცა:
ცხადად ჩანს ყველაფერი, ახალგაზრდები რამდენად აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ საკითხებში. დღეს მივალ აქციაზე”, – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.