ოპოზიციას დაპირებების გაცემა უნდა შეეძლოს და არა ემოციური ბღავილი, რასაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია და ხალხს შლის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას განცხადებით, აქციების დროს რეგიონებში სიარული რა შუაშია, მისთვის გაუგებარია.
„ეს ხალხი „ქოცებთან“ შეკრული მგონია, რადგან ეს ვერაფრით წარმომიდგენია. აქეთ 50 ათასი ადამიანი ჩამოდის და თავად სად მიდიან? თუ აღდგომა აქვთ და კვერცხი უნდა გადააგორონ, წავიდნენ, მაგრამ რეგიონებში სიარული აქციის დროს რა შუაშია? საქმე დედაქალაქში აქვთ და რეგიონებში რატომ მიდიან? „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს, ჩვენნაირი წმინდანების გარდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.