ეს არის ღალატში თანამონაწილეობა – პაატა მანჯგალაძე

Published:

მინდა იცოდეს ყველამ, ვინც 29 აპრილის აქციაზე მისვლას აპირებს, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა, რომლის ჩადენაც ივანიშვილმა განიზრახა – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლა ნიშნავს თანხმობას საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსპობაზე.

“ევროპული რეზოლუციის მიღების შემდეგ, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ გაიხსნება, გარდა ამისა, შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვა, ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის ნათელი დადასტურებაა.

შესაბამისად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ 29 აპრილის აქციაზე ხელისუფლების ერთადერთი მიზანია ამოეფარონ იქ მისული ადამიანების სახელებს და სახეებს და მათი ჩართულობით ჩაიდინონ უდიდესი ღალატი. სწორედ ამიტომ მინდა იცოდეს ყველა საჯარო მოხელემ, თუ სხვა პირებმა, ვინც აპირებენ 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა, რომლის ჩადენაც განიზრახა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ.

ხელისუფლების აქციაზე მისვლა ნიშნავს თანხმობას საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსპობაზე, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს გაწირვაზე სიღარიბისთვის, უმუშევრობისთვის, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს ქართველებისგან საბოლოო დაცლაზე. ამიტომ ყველას ვურჩევ გაიაზრონ ეს საფრთხეები და უარი თქვან ქვეყნის მიზანმიმართულ ღალატში თანამონაწილეობაზე. კი ევროპას! არა „რუსულ კანონს“! არა რუსულ მთავრობას! გამარჯვება საქართველოს!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img