“საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.
უწყების განცხადებით, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად მართავს..
“საქართველოში, ათასობით ადამიანი, სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყოველ ღამით გამოხატავს პროტესტს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.