ხახვი და კარტოფილი “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის – ამ ფორმით გააპროტესტა დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ხალხისთვის“ ნინო წულაძემ სხდომაზე ხელისუფლების დაანონსებული “რუსული მარშის” გამართვა.
ხმაურის და დაპირსპირების ფონზე მიდის სხდომა თბილისის საკრებულოში. განხილვის მთავარი საგანი რუსული კანონი და ის საფრთხეებია, რომელიც ამავე კანონს ჩვენი ქვეყნისთვის მოაქვს.
ხელისუფლება მესიჯბოქსს არ ცვლის. დეპუტატები, ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყანას ევროპის გზაზე პრობლემებს არ შეუქმნის. არგუმენტებით შეიარაღებული ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ოცნების” ხელისუფლება მოღალატეობრივ გზას ადგას.