ქვეყნები, რომელსაც ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

Published:

ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერება ან გაუქმება აპრობირებული პრაქტიკაა იმ ქვეყნების მიმართ, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა ან ადამიანის უფლებები მკვეთრად გაუარესებულია.

ამჟამად ევროკავშირის მიერ სამი ასეთი ხელშეკრულებაა შეჩერებული.

ქვეყნები რომელსაც ევროკავშრიმა უვიზო მიმოსვლა შეუჩერა:

  • რუსეთი (ხელშემწყობი ხელშეკრულების სრული შეჩერება)
  • ბელორუსია (ხელშემწყობი ხელშეკრულების ნაწილობრივი შეჩერება)
  • ვანუატუ (უარყოფის შეთანხმების სრული შეჩერება)

ევროკავშირმა საქართველოს სავიზო რეჟიმი შესაძლოა, ახალ წესების თანამხად შეუჩეროს, რომელიც ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 13 მარტს დაამტკიცა.

ამ დოკუმენტში გაწერილია ახალი კრიტერიუმები, რომელიც ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი ხდება.

ამ ახალ ჩამონათვალშია ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების გაუარესება.

რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირი სწორედ ასეთ საფრთხეს ხედავს ჩვენს ქვეყანაში, რომ მოხდება სამოქალაქო საზოგადოების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება.

წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ასევე, შეიტანონ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა მესამე ქვეყანასთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მნიშვნელოვანი და მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.- წერია დოკუმენტში. 

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას. 

“ოცნების” ლიდერები მთელი დღეა ამტკიცებენ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება.

მმართველი გუნდის რიტორიკა დღეს ქვეყნის პრემიერმა დააგვირგვინა და თქვა, რომ რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img