სამადაშვილი – რუსული კანონის ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური სივრცისგან ჩამოშორება 

Published:

“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური სივრცისგან ჩამოშორებაა.

სამადაშვილის თქმით, მმართველმა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკით იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ვაშინგტონთან სტრატეგიული თანამშრომლობაც კი შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ “ოცნება” ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თვალსაზრისით გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს, რადგან ამისთვის არაფერს აკეთებს.

“ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პოლიტიკით მიიყვანა ვითარება იმ მდგომარეობამდე, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ვაშინგტონში პირველად ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა გაგრძელდეს სტრატეგიული თანამშრომლობა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჩვენს ქვეყანასთან. ეს არის მორიგი რუსული დავალება და სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არის რუსული კანონი. ამ კანონის ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის ჩამოშორება ევროატლანტიკური სივრცისგან. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირმა თქვა, რომ 2030-თვის უნდა დასრულდეს გაფართოების პროცესი, ამიტომ ყოველი დღე და ყოველი წამი რომელსაც ჩენ ვკარგავთ მოლაპარაკებების გახსნის თვალსაზრისით, ეს არის გამოუსწორებელი შეცდომა”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

    Related articles

    spot_img

    Recent articles

    spot_img