„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. საორგანიზაციო კომისია ცვლილებათა პაკეტს ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს აცნობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დღეს შეხვედრას სამეგრელოში გამართავენ. განხილვის შედეგები საბოლოოდ პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ კანონპროექტზე მსჯელობა.