ევროკავშირში სომხეთის ელჩი – ვლადიმერ პუტინს არ დააკავებენ, თუ ის სომხეთში ჩაფრინდება

Published:

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დააკავებენ, თუ ის სომხეთში ჩაფრინდება, – ამის შესახებ ევროკავშირში სომხეთის ელჩმა, ტიგრან ბალაიანმა განაცხადა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში ჩავა, მას დააკავებენ, სომეხმა დიპლომატმა უპასუხა, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ასეთი რისკი არ არსებობს.

„რამ აიძულა სომხეთი, გაელღო რომის სტატუტის რატიფიკაციის პროცესი? ზუსტად იმან, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენს სუვერენულ საზღვრებთან დაკავშირებით გარანტიებმა არ იმუშავა. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მივიჩნევთ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის მიმართ ახალი აგრესიის არარსებობის ერთ-ერთ პრევენციულ გარანტიად და რომ სამხედრო დანაშაულები, რომლებიც სომხეთის ტერიტორიაზე ოკუპანტმა აზერბაიჯანელმა ძალებმა ჩაიდინეს, შეისწავლება და დამნაშავეები დაისჯებიან სასამართლოს გადაწყვეტილებით”, – განაცხადა ტიგრან ბალაიანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img