ჩვენი მთავარი მიზანია, პარტია იყოს ძლიერ მობილიზებული არჩევნებისთვის და ძლიერად გავიმარჯვოთ, ეს არის მთავარი გზავნილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების მობილიზება, რათა ქვეყანაში რაიმე სახის პროვოკაცია არ მოხდეს.
„დღეს კარგი შეხვედრა მქონდა მცხეთაში, ჩვენი რეგიონის პარტიის აქტივთან. იცით, რომ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში. მიმოვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ძალიან მაგარი განწყობაა, საბრძოლო განწყობაა. პარტიის აქტივს გავუზიარე ჩემი შეფასებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოსა და რეგიონში, ძალიან რთული ვითარებაა. საჭიროა ვითარება ჩვენი ქვეყანაში მშვიდად, სტაბილურად, გაგრძელდეს. საფრთხეები და რისკები არსად წასულა, ომი გრძელდება უკრაინაში და ალბათ, დიდხანს გაგრძელდება. არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს ომი. ამიტომ, საჭიროა მობილიზება და სიფრთხილე, ასევე ძალიან მტკიცედ ყოფნა. ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ რაიმე პროვოკაციები ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.