საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა – მმართველი პარტია შეხვედრას მესტიაში მართავს

Published:

“ქართული ოცნება” “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვას განაგრძობს. შეხვედრა ამჯერად მესტიაში იმართება. მმართველი გუნდის ლიდერები შეკრებილებს საკუთარი წინადადების დეტალებს აცნობენ. კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების და დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ემატება პუნქტი – ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

ცვლილებები განსაზღვრავს საკითხებს, რომლებიც მათ შორის ქორწინებას, არასრულწლოვანის შვილად აყვანას და მინდობით აღზრდას უკავშირდება.

“ერთი კვირის განმავლობაში მოვიარეთ მთლიანად დასავლეთ საქართველო. გვქონდა შეხვედრები ჩვენს თანამოქალაქეებთან და ვესაუბრებოდით ოჯახურ ღირებულებებზე, არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მხოლოდ პოზიტიური და დადებითი განწყობა იყო ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან. ველოდებით იმას, რომ ჩვენი საზოგადოება, ძალიან მაგარი ქართველები სვანეთში რომ ცხოვრობენ, მხარს დაუჭერენ იმ ცვლილებებს, რაც ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს ჩვენს საზოგადოებას და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვისთვის იქნება გათვალისწინებული,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img