ოკუპანტებმა სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

Published:

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რომელიც უკანონოდ დაკავებული მოქალაქის უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას განაპირობებს.

“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.” – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img