ეკა სეფაშვილი – ამ კანონს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესში

Published:

 

ამ კანონს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესში

გამჭვირვალობის კანონს დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. სხდომა პარლამენტში ამ წუთებში იწყება, დეპუტატებს ჯერ პოლიტიკური განცხადებები ექნებათ, რის მერეც, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, კენჭისყრა გაიმართება.

თემაზე ისევ ისმის პოლიტიკური ბრალდებები. ოპოზიცია მმართველ გუნდს ქვეყნის ევროპული გზის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს, უმრავლესობა კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ ემუქრება, კანონის მთავარი მიზანი კი გამჭვირვალობაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპონენტებს ისევ არ აქვთ არგუმენტები.

“პოლიტიკური განცხადებების შემდეგ იქნება უკვე განხილვა. როდესაც ოპოზიცია მიმართვას სხდომის საბოტაჟირებას, კომიტეტი იქნება ეს თუ პლენარული სხდომა, სხდომის წამყვან რეგლამენტით აქვს უფლება მართოს პროცესი, რომ პროცესი იყოს შინაარსობრივი და არა მიმართული ჩაშლისაკენ. სამი მოსმენა იმიტომ არსებობს, რომ ყველა მოსმენას შესაბამისი შინაარსობრივი პასუხები გააჩნდეს. სტიგმატიზაციაზე როცა იყო ლაპარაკი, მომხსენებელმა შესთავაზა, სახელში რომ იყოს გარკვეული ცვლილება ხართ თუ არა თანახმაო, არცერთმა არ თქვა, არც არასამთავრობომ და არც ოპოზიციის წარმომადგენელმა, რომ თანახმანი არიან, ამიტომ აქ სწორედ გამჭვირვალობის პრობლემაა და არა სხვა რამის”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით “გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აუცილებლად მიიღებენ, რადგან ეს ეროვნულ ინტერესში შედის.

“დღეს, სესიაზე გვექნება “გამჭვირვალობის კანონის” მეორე მოსმენით განხილვა. ოპოზიცია ისევ შეეცდება რაიმე პროვოკაციების მოწყობასა და პროცესის ხელოვნურად გაწელვას, თუმცა ეს მათ არ უშველის. ამ კანონს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესში და ის სფერო, როგორიც არის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობა, რომელიც არის გაუმჭვირვალე და სხვათა შორის, დასავლეთიდან იყო მოწოდება, რომ ამ სფეროს გამჭვირვალობა მოგვეხდინა. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯს. შესაბამისად, ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროს იმ უმცირესობამ, რომლისთვისაც მიუღებელია გამჭვირვალობა და მდიდარი NGO-ების ინფორმაციის ხელმისაწვდომობა”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img