კობახიძე – როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას

Published:

დღეს ქართული საზოგადოება ითხოვს სწორედ გამჭვირვალობას, რაც დადასტურდა მათ შორის დღევანდელ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს საზოგადოება ვეღარ მოატყუეს.

“შარშან საზოგადოების დიდი ნაწილი მოტყუვდა. გაზომილი არ იყო, მაგრამ სავარაუდოდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, შეიძლება იყო მოტყუებული. წელს ეს ვერ მოახერხეს. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა გათვიცნობიერებულია იმაში, რომ გამჭვირვალობა არის სწორედ ევროპული მოვლენა. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ საზოგადოება დღეს მყარად არის გამჭვირვალობის მომხრე. მეორე – ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართლები. როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას. იმისთვის, რომ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ და არ ვიყოთ მუდმივ ჭიდაობაში, „ნაცმოძრაობა“, NGO-ები და ა.შ რაც არ არის ჯანსაღი მოცემულობა, ეს რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და საბოლოო ჯამში მივიღოთ წელში გამართული დემოკრატიული სისტემა, აუცილებელია მინიმალური ევროპული გამჭვირვალობის სტანდარტის დამკვიდრება, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სადაც ხარ მართალი, ხალხი არის შენს მხარეს, იქ ყველა წინააღმდეგობა გადაილახება. კუბილიუსების და ასეთი არაევროპული პოლიტიკოსების წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, გადაილახება. შაჰინი და რიში – აბსოლუტურად არაამერიკული სტილის პოლიტიკოსების წინააღმდეგობაც აუცილებლად გადაილახება. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე პროგრესულ ადამიანებთან საუბარი და ჩვენი ქვეყნის თანამედროვე, პროგრესული განვითარება და ამას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img