მამუკა მდინარაძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა, თუმცა არსად გვეჩქარება!

Published:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად, მეორე მოსმენით გავა.

საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. როგორც სესიაზე ითქვა, განხილვა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დაიწყება, რა პროცესიც ორი-სამი დღე შეიძლება გაგრძელდეს.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მათ არსად ეჩქარებათ.

“არსად გვეჩქარება! ორი თუ სამი დღე – რამდენიც არ უნდა დასჭირდეს ჩვეულებრივად, მუხლობრივად მივყვეთ. გუნდის სახელით გეუბნებით, არსად არ ვიჩქარებთ. განხილვას შეიძლება სამი დღეც დასჭირდეს, მაგრამ არსად არ გვეჩქარება და რამდენი დღეც დასჭირდება, პრობლემა არ არის ვიმუშაოთ დეტალურად – კიდევ ერთხელ დაველოდებით, რუსული ან ცუდი რა არის. იქნებ რომელიღაცამ რაღაცნაირად ამოთქვათ!“, – განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img