ის ვექტორი, რომელიც გაცხადებული იყო ამა თუ იმ ფორმით, რომელიც დაახლოებით 2 წელია დაიწყო, და რაც საქართველოს პოზიციონირებს როგორც რუსეთის მოკავშირეს და არა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომლის ნაწილი არის ოკუპირებული, აი ეს ვექტორი იქნა ჩამოყალიბებული. ცოტა კომიკური იყო ეს გამოსვლა… ემოცია, პათოსი, სულისკვეთება იყო თავიდან ბოლომდე ლუბიანკაზე დაწერილი, იმ ემოციით გამსჭვალული, რა ემოციითაც სამწუხაროდ რუსეთი ვითარდება ძალიან ბევრი წელია უკვე…
დღესაც საქართველოს პოლიტბიუროს თავმჯდომარე მოგვმართავდა, ნაკლებად დახვეწილი რიტორიკით, ვიდრე კომუნისტური პარტიის ლიდერები მოგვმართავდნენ, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანებში, ბევრად უფრო კომიკურად, რადგან მათ უკან ბევრად სერიოზული იდეოლოგია იდგა. ქართული ოცნება დასავლეთს ესხმება თავს პირდაპირ, ირიბად და არა პირდაპირ უკვე 2 წელიწადზე მეტია.
მადლობა ბატონ ბიძინას რომ შეგვიჯამა ყველაფერი, ამას წერტილი დაუსვა და ამას აღარ დაერქმევა ვიღაცის უხამსი გამოსვლა. ეს არის ლიდერის გაცხადებული კურსი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა დასავლეთი, და არა მარტო ბოლო წლების განმავლობაში, არამედ თურმე ბოლო 20 წელიწადია დასავლეთი საქართველოზე ძალადობს შეთქმულების სახით.
მადლობა ყველა მთარგმნელს, რომელიც გადაუთარგმნის ელჩებს და ეტყვის, რომ თურმე მათი სახელმწიფოები, როდესაც ჩვენ გვქონდა შიმშილი, პრობლემები და ამ ათწლეულების განმავლობაში გვეხმარებოდნენ და გვივითარებდნენ ქვეყანას, თურმე ისინი ამ ქვეყანას აგენტების მეშვეობით მართავდნენ,-განაცხადა საქართელოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.