ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.
“ახალი” რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვს.
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ახალის’’ თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდში მშვიდობიანი პროტესტის დროს პოლიციამ უკანონოდ დააკავა. მაია კალანდია არის ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, რომელიც 30 წელზე მეტია იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნების’’ პირობებში, კვლავ რუსული მმართველობისთვის უწევს წინააღმდეგობის გაწევა.
მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს მშვიდობიან დემონსტრაციაზე დაკავებული ყველა ქართველი პატრიოტი, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული, თავისუფალი მომავლისთვის.
გელოდებით ყველას 17:00-ზე საქართველოს პარლამენტთან!” ნათქვამია “ახალის” განცხადებაში.