გერმანიის ელჩი – ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის

Published:

გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ, – ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

„ძალადობა და პერსონალური დაზიანებები ამ ღამით თბილისის საპროტესტო აქციებზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს გამოსავალი არასდროს არის. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ“, – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img