ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა.
“ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა გამოააშკარავა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა, აჩვენა ნამდვილი სახე. ის არასდროს ყოფილა მომხრე. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მჯერა ქართველი ხალხის, ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ.”- წერს ევროპარლამენტარი.