ნინო ბურჯანაძე – საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

Published:

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.

„მიუღებელია ძალის გამოყენება, მით უფრო სრულიად გულწრფელი ახალგაზრდების მიმართ.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაიწვიოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უარყოფილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

გარანტირებულად და დამაჯერებლად უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ყველას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img