პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებულია და აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა

Published:

უკვე რამდენიმე საათია, სიმშვიდეა თბილისის ცენტრში – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებულია და აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა.

გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია გამთენიისას დასრულდა. პროტესტი მიმდებარე ტერიტორიაზე 9 საათზე მეტხანს, ხმაურითა და დაპირისპირებებით მიმდინარეობდა. 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ტერიტორია სპეცაღჭურვილობის გარეშე მყოფი სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ დატოვეს.

ცოტა ხნით, მათ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, რის შემდეგაც, დაახლოებით 5 საათისთვის, დაიშალნენ. ამას წინ უძღოდა 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელის შტურმის მორიგი მცდელობა.

ჭიშკართან მიახლოებას დემონსტრანტები სახელდახელოდ გაკეთებული ფარის საშუალებით ცდილობდნენ. პარლამენტის ეზოდან სამართალდამცველები წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის ეტაპობრივად უშვებდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img