“ვიხილეთ ძალადობა ჩვენს პარტნიორებზე” – პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის განცხადებების გამო დასავლეთს ბოდიშს უხდის.
ორბელიანების სასახლეში დიპლომატებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელსაც საქართველო დასავლეთის ქვეყნებიდან იღებს.
ვიხილეთ ძალადობა ჩვენს პარტნიორებზეც და მე მინდა დავაფიქსრიო ჩემი ბოდიში იმ სიტყვების გამო, რომლებიც გამოყენებული იყო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელებიც 33 წელია ეხმარებიან საქართველოს განვითარებაში. სახელმწიფო უწყებები, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, კულტურული ინფრასქტრუქტურა, რომელიც იცავს საქართველოს იდენტობას. ყველა პროგრამა, თქვენი ქვეყნებიდან, თქვენი ქვეყნების არასამთავრობოების მხრიდან ემსახურება საქართველოს ინტერესებს. და ეს ისაა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან და მე მსურს მათი სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.