ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლჰოლი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და კობახიძეს “გატუტუცებულ, ჭიჭყინა ბავშვს” უწოდებს.
“საქართველოს პრემიერმინისტრის გასაოცრად შეურაცხმყოფელი ენა აშშ-ის მთავრობის მიმართ ნათელს ხდის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან და რუსეთის წინ მუხლებზე დაემხოს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ. ყბა ჩამოგივარდება ადამიანს.
ეს გატუტუცებული ბავშვის სიტყვებია და არა ქვეყნის პრემიერმინისტრის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის, რომელსაც აშშ ასე მტკიცედ უჭერდა მხარს დამოუკიდებლობის შემდეგ”, – წერს ჰოლ ჰოლი სოციალურ ქსელში.
კობახიძემ აშშ საქართველოში რევოლუციების დაგეგმვაში დაადანაშაულა. პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს იმ რევოლუციური სცენარების შესახებ ესაუბრა, რომლებიც თითქოსდა აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ იყო მხარდაჭერილი. გარდა ამისა, კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების რიტორიკას “ცრუს” უწოდებს.