ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების გაუფასურება პოლიტიკური პროცესების შედეგია

Published:

ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების გაუფასურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგია.

„აღნიშნული გაუფასურება პირდაპირ კავშირშია თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. აღნიშნული სამომავლოდ აუცილებლად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც. ზოგადად მსგავსი ტენდენცია შეინიშნება წინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნული ტენდენცია არჩევნების შემდგომ დიდი ალბათობით შეიცვლება“. – აცხადებს გერლიანი.

შეგახსენებთ, გალთ & თაგარტის 30 აპრილი – 3 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ორნიშნა პროცენტით დავარდა. წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მეტი – 13,19% თიბისის აქციებმა დაკარგა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 47.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.85% წინა კვირასთან შედარებით და – 6.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 578 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.95 – 55.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 77 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -13.19% წინა კვირასთან შედარებით და -4.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 499 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.95 – 35.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -12.91% წინა კვირასთან შედარებით და -11.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 620 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.06 – 13.96 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img