ქართველმა მილიარდერმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

Published:

ქართული წარმოშობის ყაზახმა ბიზნესმენმა, kaspi.kz-ის აქციონერმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი Wycombe Wanderers იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

Wycombe Wanderers ლიგა 1–ში თამაშობს.

„Wycombe Wanderers-ის 90%–ის მფლობელის Feliciana EFL Ltd–ის საკუთრების უფლება Feliciana EFL LLC–სგან Blue Ocean Partners II Limited–ზე გადავიდა, რომლის მფლობელიც არის მიხეილ ლომთაძე“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.

გარდა ამისა, Forbes ყაზახეთი წერს, რომ მიხეილ ლომთაძე, ედუარდ ვიშნიაკოვი და დენიელ რაისი კლუბის დირექტორატის წევრები გახდნენ.

გარიგების ფასზე არაფერია ნათქვამი.

კლუბის საიტზე ატვირთულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლომთაძემ გულშემატკივრებს მიმართა და უთხრა, რომ განდის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება ექნება.

Wycombe Wanderers 1887 წელს დაარსდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img