ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა

Published:

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობდა, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა.

მერიის განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.’’–აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img