გიორგი გამსახურდია –  დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს

Published:

დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!! – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია.


გამსახურდიას თქმით, მთელი ბავშვობა გაჭირვება და უბედურება არ დაჰკლებია რუსული იმპერიის მხრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებებში, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ქართული სამართალდამცავი ორგანოების რიგებში 26 წელია იცავს ქვეყანას და მის ინტერესებს.

„მთელი ჩვენი ოჯახი, საბჭოთა და რუსული იმპერიის დევნის ობიექტი იყო, არ დაუკლიათ მამაჩემზე ციხეები და დევნა შევიწროება, შემდეგში სამხედრო გადატრიალების გზით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის და კრემლის იმ პერიოდის მმართველობის პირდაპირი ჩართულობით იგი დაამხეს. ნაცმოძის დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერშიფთან ერთად. მერე პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით მოახდინეს ზვიადის ლიკვიდაცია. მე, მთელი ბავშვობა, ტყე, ომი, გაჭირვება და უბედურება არ დამკლებია რუსული იმპერიის მხრიდან. ადრეული ასაკიდან ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც 90-იან წლებში მიმდინარეობდა ჩეჩნეთში, თავისთავად რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. შემდგომ დავბრუნდი საქართველოში და ქართული სამართალდამცავი ორგანოების რიგებში 26 წელია ვიცავ ქვეყანას და მის ინტერესებს, დეტალებს არ ჩამოვთვლი, ვინც საჭიროა იციან. ახლა დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“ – წერს გიორგი გამსახურდია

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img