ქართველი მუსიკოსები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მხარდასაჭერად სხვადასხვა ლოკაციაზე საქველმოქმედო კონცერტებს გამართავენ.
ორგანიზატორთა განმარტებით, შესული თანხა საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი მოქალაქეების ჯარიმებსა და გირაოს მოხმარდება.
“საქართველოს გეზი ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდან გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. პირველი საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება დედაენის ბარში, ჯემ სესია სანდრო ნიკოლაძესთან ერთად”, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.