პიტერ სტანო – ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ

Published:

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანოს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისადმი 31 ევროპარლამენტარის მიმართვასთან დაკავშირებით, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია კანდიდატის სტატუსის შეჩერება ტექნიკურად და ვის შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება.

„პირველ ყოვლისა, როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სხვა პარტნიორების წერილებზე. რაც შეეხება პროცედურებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, მიიღება ევროკავშირის წევრების მიერ ერთსულოვნად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნად. ეს არის ის, რაც ხდება ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. შემდეგ დისკუსიების საფუძველზე და იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ერთსულოვნად იღებენ წევრი სახელმწიფოები“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img