სვანეთში, მდინარე ნაკრაში ორ მოზარდს მეექვსე დღეა ეძებენ

Published:

სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილ ორ მოზარდს მეექვსე დღეა ეძებენ.

მაშველებმა ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი კვირას იპოვეს, ორი დაკარგულის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, სოფელ ნაკრასთან მოხდა. სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურშიც, რომელსაც მდინარე ნაკრა უერთდება. ორივე მდინარე ადიდებულია, რაც სკოლის მოსწავლეების სამძებრო სამუშაოებს ართულებს.  

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img