ვაშაძე – ევროპარლამენტარების პოზიცია არის ძალიან მკაფიო

Published:

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, დასავლეთიდან კვლავ კრიტიკა ისმის.

31 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს წერილობით მიმართავს. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი, ბორელს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს, მათ შორის, ფიქრობენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე და გადაიხედოს საქართველოს სამთავრობო პროგრამებში ევროკავშირის დაფინანსება.

განცხადება გააკეთა მეთიუ მილერმაც, რომელმაც თქვა, რომ კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს და “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული პროექტი “ფარას” მსგავსი არ არის.

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, ევროპარლამენტარების პოზიცია ძალიან მკაფიოა და სამწუხაროა, რომ ამ ტიპის განხილვა ასეთ მაღალ დონეზე დაიწყო ევროკავშირში, რადგან ეს “პირდაპირ აზიანებს საქართველოს ინტეგრაციის მიზეზებს”.

მისი თქმით, წერილში მოყვანილი კონკრეტული მექანიზმები უმძიმესია ფორმაა, რომელიც კანდიდატის სტატუსისა და ფინანსური დახმარების შეჩერებას ითვალისწინებს.

“ევროპარლამენტარების პოზიცია არის ძალიან მკაფიო. სამწუხაროა, რომ ამ ტიპის განხილვა ასეთ მაღალ დონეზე დაიწყო ევროკავშირში. ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის მიზეზებს.

რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, რომლებიც ამ წერილშია მოყვანილი, ეს არის უმძიმესი მექანიზმები, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის, ფინანსური დახმარების შეჩერება.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურად უნდა ვიღოთ. ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ საბოლო გამარჯვებას მივაღწიოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის, განცხადებით, აშშ-ის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, შემდეგი ეტაპი იქნება პერსონალური სანქციები.

“აშშ-ს აქვს კანონმდებლობა, რომელიც სხვა ქვეყნების მთავრობის თუ პოლიტიკური აქტორების მიერ ლობირების გამჭვირვალეობას ითხოვს, შეადაროს ეს კანონი რუსულ კანონს, რომლის ამოცანაა საქართველოში ყველა ორგანიზაციის უცხოური გავლენების აგენტებად გამოცხადება. აშშ-მა ძალიან ნათლად დააფიქსირა პოზიცია. მე ძალიან სერიოზულად მივიღებდი გაფრთხილებას, რადგან, ამ კანონის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, შემდეგი ეტაპი იქნება იმ შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის გათვალისწინებული იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img