ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა

Published:

რუსეთის პრეზიდენტმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა. სწავლება სამხრეთის სამხედრო ოლქისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მონაწილეობით უახლოეს მომავალში დაიწყება.

წვრთნების დროს დამუშავდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხები. თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწავლების ჩატარების მიზეზი გახდა “პროვოკაციული განცხადებები და დასავლეთის ოფიციალურ პირთა მუქარები”.

შეგახსენებთ, დღეს, მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი ცერემონიაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ გაგზავნის, მათ შორის არც შტატები და გაერთიანებული სამეფო. საფრანგეთმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა კი მიწვევა მიიღო “საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img