ნიკა გვარამია “ოცნების” მონაცემთა ბაზაზე – ეს არის შავი სიის, მტრების სიის შექმნა

Published:

37 წელი, ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა – ასე აფასებს “ახალის” თანათავმჯდომარე “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ რეპრესიებს და ამბობს, რომ ჩვენ უკვე დიქტატურის პირობებში ვცხოვრობთ და ახლა ხალხმა უნდა მიიღოს მთავარი გადაწყვეტილება:

“ის, რასაც ოცნება აკეთებს 37 წელი, არის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა. წარმოუდგენელი რამეა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელიც თან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს როგორც ჩანს. შეუძლებელია უბრალოდ ვილაპარაკოთ ქვეყანაზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ჰყავს, რომ ის დაუახლოვდება ევროპას რამით. ეს არის შეუძლებელი აბსოლუტურად. ეს არ მომხდარა ბოლო პერიოდში არსად რუსეთის და ბელორუსის გარდა. რუსეთშიც, სხვათა შორის, ამგვარი სიები შედგა აგენტების შესახებ კანონის მიღებიდან წლების შემდეგ და ამათ ჯერ კანონი არ მიუღიათ, უკვე სიას ადგენენ. 

წინმსწრებ მოვლენებს თუ განვიხილავთ, რაღაცა სამარცხვინო ფეიკი ჩანაწერების გამოგდებას, მათ შორის, ჩემსას და რეკვებს კიდე სხვადასხვა “ქვეყნიდან”, უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ დიქტატურის ეპოქაში, ჩვენ ვართ ძალადობრივი რეჟიმის პირობებში და მხოლოდ დროის საკითხია იმის გადაწყვეტა, ჩვენ ვიმარჯვებთ ამ ქვეყანაში და დასავლეთში მივდივართ, თუ რუსეთ იმარჯვებს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელით და ვეღარსად ვეღარ მივდივართ, მივდივართ მხოლოდ უკან. ეს არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი, დასავლეთი ჩვენ მაქსიმალურად დაგვეხმარება თავისი განცხადებებით, თავისი ზეწოლით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგრამ დანარჩენი, მთავარი ნაწილი არის ჩვენი გასაკეთებელი. ” ამბობს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, “ოცნებამ” მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც მათივე თქმით, შანტაჟსა და ძალადობაში არიან ჩართულები და ამგვარ ქმედებებს იწონებენ. გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img