სოფელ კავთისხევში მდინარემ მანქანა 3 ადამიანით გაიტაცა

Published:

ავტომობილი სადაც 3 მამაკაცი იჯდა, მდინარე კავთურამ გაიტაცა. შემთხვევა გუშინ, სოფელ კავთისხევში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამიდან ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორემ წყლიდან ამოსვლა თავად შეძლო, ამ დრომდე კი, მაშველები 35 წლის მამაკაცს ეძებენ.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე იმყოფება ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img