არა რუსულ კანონს! – 11 მაისს 19 საათზე, თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება

Published:

რუსული კანონის გასაპროტესტებლად ხვალ, 11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება. ისინი თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან შეიკრიბებიან და ამ დღეს დაგეგმილ ევროპის მარშს შეუერთდებიან.

“მასწავლებლები და განათლების მუშაკები ვუერთდებით ევროპის მარშს და ვიკრიბებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან! ერთად გავაპროესტოთ რუსული კანონი და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე:
‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი
‣ მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
‣ მასწავლებლების მარში – თბილისის კლასიკური გიმნაზია

ხუთივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – წერენ ორგანიზატორები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img