დიმიტრი ხუნდაძე – ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია

Published:

“უნდა ვიყოთ ობიექტურები – არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, “იმედის” ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევას, თუკი საქმე ეხება კანონდარღვევას, უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება.

“ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე, რა პოლიტიკური მრწამსიც მას არ უნდა ჰქონდეს, დაუშვებელია, მაგრამ როდესაც ვაკეთებთ შეფასებებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ ობიექტურები – არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება – ეს შეფასებები ყველას მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუკი ადგილი აქვს კანონდარღვევას. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img