გახარია მუქარის ზარებზე: მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია

Published:

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებს ეხმაურება.

როგორც გახარია Facebook-ზე წერს, მსგავსი ზარების განხორციელება

“ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია”. ის ყოფილ თანადგუნდელებს მიმართავს და “სამარცხვინო პროცესის” შეჩერებისკენ მოუწოდებს. “ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას – თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!

  • ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
  • გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / state security service of georgia
  • ირაკლი შოთაძე – საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
  • ანზორ ჩუბინიძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
  • Irakli Garibashvili
  • Kakha Kaladze”, – წერს გახარია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img