ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ

Published:

ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები 21 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომდგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მარტში განაცხადა, რომ ესპანეთი და ირლანდია, სლოვენიასთან და მალტასთან ერთად, შეთანხმდნენ, გადაედგათ პირველი ნაბიჯები ისრაელის გვერდით პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ, რადგან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ხანგრძლივი მშვიდობისთვის არსებითად თვლიდნენ.

ესპანურ რადიოსადგურ RNE-სთან ინტერვიუში კითხვაზე, აღიარებენ თუ არა 21 მაისს ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის სახელმწიფოს, ბორელმა უპასუხა, რომ აღიარებენ და ამ კონტექსტში სლოვენიაც ახსენა.

„ეს არის პოლიტიკური ხასიათის სიმბოლური აქტი, რომელიც სახელმწიფოზე მეტად ამ სახელმწიფოს არსებობის ნებას აღიარებს“, – აღნიშნა ბორელმა და დასძინა, რომ ბელგია და სხვა ქვეყნები, ალბათ, მიჰყვებიან ზემოთხსენებული ქვეყნების მაგალითს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img