ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებაზე – ყველა მხარის რეპრესირებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ

Published:

ლაზარე გრიგორიადის ამბობს, რომ ხელისუფლებას ხალხის დაშინება არ გამოუვა და ხვალ აქციაზე უფრო მეტი ხალხი გამოვა.

არამგონია, ხალხს შეეშინდეს. აი უჩა აბაშიძე დაიჭირეს ახლა “აირსოფტ” იარაღის გამო. ტირის სათამაშო თოფების მსგავსის გამო ადამიანებს რომ იჭერ, აშკარადაა, რომ საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. ახალგაზრდებს დაგვიპირისპირდნენ, მომავალ თაობებს ებრძვიან. ყველა მხარის რეპრესირებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ”, – ამბობს გრიგორიადისი.

ტერორმა არ გაჭრა. ხალხი ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. ვინც უარს ამბობს საქართველოს გარუსებაზე, ვინც უარს ამბობს რუსულ კანონზე, ვინც უარს ამბობს ტერორზე, ვინც უარს ამბობს ავტოკრატიაზე, ყველა ხვალ შვიდ საათზე, თბილისში იკრიბება.  მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და პირველი რესპუბლიკის მოედანი – ამ სამ ლოკაციაზე საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან და მსველობით შეუერთდებიან რიყეზე ევროპის მოედანზე აქციას, საიდანაც საქართველომ საკუთარი ხმა მსოფლიოს უნდა გააგონოს.  

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img