ნინო ქათამაძე – ხვალ, ჩვენ თუ ყველა ერთად არ დავდგებით, საბჭოური დღეები დაგვიდგება

Published:

ხალხი ხვალინდელი აქციისთვის ემზადება – რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში იდგებიან ხელოვანებიც.

ნინო ქათამაძის თქმით, თუ ქართველები ერთად არ დადგნენ, ჩვენს ქვეყენას საბჭოური დღეები და რეპრესიები დაუდგება, სწორედ ამიტომ, მომღერალი ყველას მოუწოდებს აქციაზე გასვლისკენ.

ხვალ, ჩვენ თუ ყველა ერთად არ დავდგებით, ზუსტად დადგვიდგება ის დღეები, ის საბჭოური სასტიკი რეპრესიები, რასაც ისტორია ჩვენ გვიყვება. ერთადერთი რამ, მხოლოდ საქართველოს ერთად დგომა არის გარანტი მშვიდობის ჩვენს სასტიკ არამართალ რუსულ ხელისუფლებასთან. მშობლებო, მნიშნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, რომლებსაც ასე გულითადი სიყვარული ასწავლეთ საკუთარი სამშობლოსი, ასეთივე გულითადი დაცვა გვჭირდება ჩვენ სამშობლოსი”, – ამბობს ნინო ქათამაძე.

ტერორმა არ გაჭრა. ხალხი ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. ვინც უარს ამბობს საქართველოს გარუსებაზე, ვინც უარს ამბობს რუსულ კანონზე, ვინც უარს ამბობს ტერორზე, ვინც უარს ამბობს ავტოკრატიაზე, ყველა ხვალ შვიდ საათზე, თბილისში იკრიბება.  მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და პირველი რესპუბლიკის მოედანი – ამ სამ ლოკაციაზე საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან და მსველობით შეუერთდებიან რიყეზე ევროპის მოედანზე აქციას, საიდანაც საქართველომ საკუთარი ხმა მსოფლიოს უნდა გააგონოს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img