ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტიკის მკვლევარი, ფრენსის ფუკუიამა აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატია გარდაუვალი საფრთხის წინაშეა.
ფუკუიამას თქმით, მის გადასარჩენად აშშ-მა და ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედონ.
American Purpose-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ის საუბრობს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზეც.
“საქართველოში დემოკრატია გარდაუვალი საფრთხის წინაშეა და შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედონ მის გადასარჩენად. შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთს საშუალება მისცა, მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევები ჰქონოდა და ამან დამღუპველი გავლენა მოახდინა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ყაზახეთი და მონღოლეთი. მთავრობები, რომლებიც ადრე ცდილობდნენ რუსეთისგან გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას გათამამდნენ, რომ უფრო ღიად გამოეხატათ თავიანთი პრომოსკოვური სიმპათიები, ერთ-ერთი მათგანია საქართველო…ჩვენი ქართველი მეგობრები გვეუბნებიან, რომ კანონპროექტის საბოლოო მიღებამდე ხელისუფლებამ სწრაფად გააძლიერა ზეწოლა პროდასავლურ ჯგუფებზე. ამჯერად, პროსამთავრობო დაჯგუფებები თავს დაესხნენ დემონსტრანტებს, მათ სამიზნეს წარმოადგენდნენ იყვნენ ცნობილი პიროვნებები და აქტივისტები. მთავრობას აშკარად არ ეშინია დასავლეთისგან უკან დახევის.
მათი გადმოსახედიდან მით უკეთესი, თუ ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეაფერხებს. შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, უნდა აღიარონ ის ფაქტი, რომ აღქმამ, რომ ვაშინგტონი სისუსტეს იჩენს, გაამხნევა ანტიდემოკრატიული აქტორები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში,” – წერს ფუკუიამა.