გორგასლის ძეგლზე დროშა გურამ ხუციშვილმა ააფრიალა

Published:

ახალგაზრდა, რომელმაც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა, გურამ ხუციშვილია. – ამის შესახებ სოციაკურ ქსელში წერენ.

გუშინ არ დავწერე გურამის ნებართვის გარეშე. დღეს უკვე ვნახე, რომ სხვებმა დაწერეს და დავამატებ: ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. Გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე შემოსმული შვილით. აი, ის პატარაა ეს გურამი. Ჰოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ:

“მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, აფეთქებულ ვერტმფრენში იჯდა. ვაჟმა მისი “დანატოვარი” სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!…მითხარით, რომ ეს სასწაული არ არის!” – წერს მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img