კობახიძე – პრეზიდენტი თვითონ არ წერს ვეტოებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან

Published:

პრეზიდენტს ვეტოებს გარედან უწერენ ხოლმე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომელთაც უნდა დაიწერონ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები იქნება წარმოდგენილი, მმართველი გუნდი მსჯელობისთვის მზადაა.

„ყველამ ვიცით რომ პრეზიდენტი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, რაც ნუ, პრინციპში, ერთი და იგივეა. ჩვენთვის მთავარია არის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომელმაც უნდა დაიწეროს სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის. თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის. თქვენ იცით, რომ დღემდე არც ერთ კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ, ახლა არის დრო ამისთვის. თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, დაიწყება მსჯელობა და მზად ვართ რომ ყველამ ერთად ავსახოთ ეს საკითხები კანონპროექტში,“ – განაცხადა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img