უნივერსიტეტი ალტე – 13 მაისიდან სტუდენტები სასწავლო პროცესს არ დაესწრებიან

Published:

უნივერსიტეტ ალტეს თვითმმართველობა უერთდება რუსულ კანონთან დაკავშირებით სტუდენტების პროტესტს და აცხადებს, რომ 13 მაისიდან სტუდენტები სასწავლო პროცესს აღარ დაესწრებიან.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსული კანონის შემოღების განზრახვამ საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას.

“ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე არსებობს სტიგმა, რომ ისინი ყველა დროში სახელისუფლებო ვერტიკალის გაგრძელებაა და მმართველი ძალის ახალგაზრდული გუნდის მიერ იმართებიან. თვითმმართველობა ნიშნავს თვით მართვას და არა – სხვათაგან მართვას. ჩვენ გვმართავს და გვამოძრავებს ერთადერთი რამ, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული და სწრაფვა ევროპული მომავლისაკენ.

უკანასკნელ დღეებში, და არა მარტო, განვითარებულმა მოვლენებმა ნათელყო, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მთავარ, მრავალსაუკუნოვან, ეროვნულ მისწრაფებას, – ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი ნაწილი, საფრთხე შეექმნა. ალტეს თვითმმართველობა ყოველთვის იდგება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, შესაბამისად ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში”, – წერია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img