საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 3%-ით შემცირდა

Published:

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $6 563.7 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. 

აქედან, ექსპორტი $1 763.8 მლნ იყო (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 799.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 3 036.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 20 მაისს გამოაქვეყნებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img